წიგნის ილუსტრაცია

წიგნის ილუსტრირება დღემდე ერთ-ერთ განსაკუთრებულ და საინტერესო სფეროდ რჩება ხელოვნებაში!

წიგნის ილუსტრაციები, როგორც თვალსაჩინოება, აფართოვებს ბავშვის  აზროვნების არეალს, ასაზრდოვებს  ცნობისმოყვარეობას. გვჯერა, რომ საქართველოში წიგნის ილუს-ტრაციისა და წიგნის ხელოვნების სფეროში დიდი შემოქმედებითი პოტენციალი არსებობს. ჩვენი მიზანია მოსწავლეებში განვავითაროთ და გავამდიდროთ მეტყველება, აზროვნება, წარმოსახვა, შემოქმედებითი უნარი,  გავაღვიძოთ და გავაღვივოთ მათში წიგნისადმი სიყვარული.

„წიგნის ილუსტრაციის“კლასის პროგრამა მოიაზრებს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის კონკრეტული ამბის შეთავაზებას და მის დასურათებას მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს განუმარტავენ საბავშო წიგნის ილუსტრაციის სპეციფიკას, თუ როგორ უნდა ასახონ პერსონაჟის ხასიათი, როგორ შეაჩერონ არჩევანი ეპიზოდზე, როგორ ხდება გარეკანისა და ბოლო გვერდის ილუსტრირება.

მეცადინეობები ტარდება  კვირაში   1-ჯერ (სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით), მეცადინეობების  ხანგრძლივობა  დღეში – 1.5 სთ; ასაკი განსაზღვრულია  6 წლიდან - ზევით.


30.07.2015