დეკორატიული თოჯინები

ბავშვების  სუფთა და  ლამაზი  სამყარო,  ბუნებისა და თოჯინების  სიყვარულთან ასოცირდება. ხელნაკეთი თოჯინები, ისე უყვარს ყველა ბავშვს, თითქოს ცოცხალი არსებები იყვნენ!

დეკორატიული თოჯინების კლასში  შეისწავლება: ხელნაკეთი დეკორატიული თოჯინების შექმნა და ხელსაქმე.

ჩვენი ბავშვები ჯერ თოჯინის ტიპაჟს ირჩევენ, შემდეგ სახასიათო ელემენტებსა და ჩაცმულობაზე ფიქრობენ, ყველა ნივთსა და აქსესუარებსაც თავად ქმნიან. იწყებენ თოჯინის თავისა და კიდურების ძერწვით, შემდეგ კარკასს აკეთებენ. როდესაც ფიგურა აიგება, უკეთებენ თმასა და მოხატვის პროცესიც იწყება. სულ  ბოლო ეტაპი კი აქსესუარების შექმნა და სამოსის კერვაა...

მეცადინეობები მიმდინარეობს კვირაში ორჯერ , დღის სხვადასხვა მონაკვეთში 11:00-დან 18:00 - საათამდე (სამშაბათიდან შაბათ-კვირის ჩათვლით).

30.07.2015