ფოლკლორი

ფოლკლორი ქართველი ხალხის სულიერი ცხოვრების განუყოფელი  ნაწილია. ფოლკლორის სწავლებით ბავშვებში  საგანძურს ვდებთ, რადგან ქართული ხალხური სიმღერები ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნიან ჩვენს წინაპართა ადათებსა და ცხოვრების წესზე.

ქართულ ხალხურ სიმღერებს უხსოვარი დროიდან მრავალხმიანობა ახასიათებდათ. მრავალხმიანობა, ანუ პოლიფონიურობა, კი უნიკალურ მოვლენად ითვლება და მსოფლიოს ხალხთა შორის ერთეულები თუ დაიტრაბახებენ ასეთი სიმდიდრით. ქართული მრავალხმიანობა მათ შორისაც სრულიად განსაკუთრებულია, განსხვავებული და მრავალეფროვანი. საქართველოს ყველა კუთხეს თავისებური მუსიკალური დიალექტი აქვს, ასეთი დიალექტები 15-მდე აღწევს.

ფოლკლორის კლასში შეისწავლება: ქართული ხალხური სიმღერა და ტრადიციული სამხმიანი საეკლესიო გალობა.

მეცადინეობები ტარდება კვირაში   2-ჯერ (სამშაბათიდან შაბათ-კვირის ჩათვლით), მეცადინეობების  ხანგრძლივობა  დღეში – 1 სთ; ასაკი განსაზღვრულია  5 წლიდან - ზევით.

30.07.2015