ხატვა - ფერწერა

ხატვა - ბავშვის პირველი ნაბიჯია ხელოვნების სამყაროში.

ხატვა-ფერწერა ამდიდრებს მოზარდის სულიერ სამყაროს, ავითარებს ფანტაზიას, წარმოსახვით უნარებს. ხატვის დროს, ბავშვში ყალიბდება ესთეტიკური გემოვნება,  ვითარდება მხედველობითი აღქმა, მეხსიერება. ბავშვი ეცნობა ფორმებს, მიმართულებებს, ზომებს, გარემოს, ცხოველებს, მცენარეებს, უვითარდება ფანტაზია, ცნობიერება, ესთეტიური აღქმა, ემოციები, უღვივდება ინტერესი, ცნობისმოყვარეობა, ნებისყოფა. სწავლობს, დაისახოს და შეასრულოს ამოცანა. მიიყვანოს ბოლომდე დაწყებული საქმე, დაასრულოს ნამუშევარი. სწავლობს განწყობის შემუშავებას. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, განიცადოს ამ პროცესში სიხარული, თვითკმაყოფილება.
ხატვა-ფერწერის კლასში  შეისწავლება: თავისუფალი ხატვა-ფერწერა,  კომპოზიცია,  კოლაჟი, გრაფიკა, დეკორატიული მხატვრობა,  გამოყენებითი ხელოვნება,  პაპიე-მაშე.
მეცადინეობები მიმდინარეობს კვირაში ერთხელ ან ორჯერ ერთი საათის განმავლობაში დღის სხვადასხვა მონაკვეთში 11:00-დან 20:00  - საათამდე (სამშაბათიდან შაბათ-კვირის ჩათვლით).

30.07.2015