ხელოვნება

ხელოვნება იყო და რჩება ბავშვის აღზრდის უნივერსალურ საშუალებად.
ჩვენი ამოცანაა:  ბავშვები (მოზარდები) ვაზიაროთ მსოფლიო კულტურასა და ხელოვნებას.
ხელოვნების კლასში  შეისწავლება: ქართული და მსოფლიო ხელოვნების ისტორია, მითოლოგია.



•Â Â Â  მითოლოგია - ადამიანმა აზროვნება მითოსური წარმოსახვით დაიწყო. ქართული, ბერძნული, შუამდინარეთის, სკანდინავიური, ბიბლიური მითების შესახებ საუბარი(ვიდეოჩვენებებით) ამდიდრებს ბავშვის წარმოსახვით უნარებს და აძლევს დიდ მასალას მხატვრულ სამყაროში შესასვლელად.
•Â Â Â  საუბრები ხელოვნებაზე - ჩვენი მიზანია ბავშვებს გავაცნოთ მსოფლიო, მათ შორის ქართული ხელოვნების ისტორია. თითოეული მხატვრული ნიმუშის ვიდეო-ჩვენებისას თან ვაძლევთ მოკლე ინფორმაციას ხელოვნების სახეების მხატვრულ-გამომსახველობითი სპეციფიკის შესახებ, ცნობებს ხელოვანების ბიოგრაფიისა და თავისებური მხატვრული მანერების შესახებ.


მეცადინეობები მიმდინარეობს კვირაში ერთხელ ან ორჯერ , დღის სხვადასხვა მონაკვეთში 11:00-დან 18:00 - საათამდე (სამშაბათიდან შაბათ-კვირის ჩათვლით).

30.07.2015