ფორტეპიანო

მუსიკა ბავშვის ესთეტიკური აღზრდის საუკეთესო საშუალებაა!

საფორტეპიანო კლასის სასწავლო პროგრამაში ძირითადად შედის როგორც მსოფლიო კლასიკოსი, ასევე ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები, თანამედროვე კომპოზიციები. სწავლა წარიმართება აკადემიური სამუსიკო სკოლის, შვიდწლედის დადგენილი პროგრამის  მცირედი სახეცვილებით. ჩვენი სასწავლო მეთოდი მორგებულია, ბავშვის ცხოვრების რეჟიმთან.
ამაში იგულისხმება შემდეგი:
ვინაიდან ბავშვები უმეტესად საკმაოდ დატვირთულები არიან, ვცდილობთ უშუალოდ გაკვეთილზე, მაქსიმალურად შევასწავლოთ დადგენილი მასალა, რათა სახლში ნაკლები დროის დახარჯვა დასჭირდეს მუსიკის მეცადინეობისთვის.
გაკვეთილები, ბავშვებს ჩაუტარდებათ ინდივიდუალურად, კვირაში 2-ჯერ.
ყოველ მოსვლაზე - 2 აკადემიური საათი ( 45 წუთი+45 წუთი). ე.ი. გაკვეთილი არის 2 ნაწილიანი. I ნაწილი ეთმობა ფორტეპიანოზე მეცადინეობას, სადაც სოლფეჯიოს ელემენტებიც შედის,II ნაწილი ეთმობა“მუს. ლიტერატურას“ სადაც ბავშვი ეცნობა გენიალური კომპოზიტორების ცხოვრებას, მათ შემოქმედებას.
წელიწადში 2-ჯერ საახალწლოდ და გაზაფხულზე ჩატარდება სავალდებულო საანგარიშო კონცერტი, სადაც ბავშვები შეასრულებენ ფორტეპიანოზე სხვადასხვა ნაწარმოებებს.
პერიოდულად ჩატარდება სახალისო მუსიკალური ვიქტორინები, სადაც ბავშვები შეეჯიბრებიან ერთმანეთს და საშუალება ექნებათ გამოავლინონ მუს. ლიტერატურიდან მიღებული ცოდნა.

მეცადინეობები ტარდება კვირაში   2-ჯერ (სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დღის ნებისმიერ მონაკვეთში), მეცადინეობების  ხანგრძლივობა  დღეში – 1.5 სთ;
ასაკი განასზღვრულია 6 წლიდან - 12 წლამდე.


30.07.2015