ფოტოგრაფია

ფოტოგრაფია - მე-19 საუკუნის უდიდეს გამოგონებადაა აღიარებული!

ჩვენ გთავაზობთ ფოტოგრაფიის შემსწავლელ კურსს (მოზარდებისა და უფროსებისთვის)

ფოტოგრაფია  მოზარდებისათვის
მსურველები შეისწავლიან ფოტოგრაფიის ჟანრებს (პორტრეტი, პეიზაჟი, ნატურმორტი), ისწავლიან თავიანთი ნამუშევრების ღია ბარათებისათვის მომზადებასა  და სხვ.  კურსს თან ერთვის  კომპიუტერული პროგრამების ფოტოშოპისა (Adobe Photoshop CS6)  და  2D ანიმაციის (Anime studio)  შესწავლა.
კურსი დასრულდება შემაჯამებელი გამოფენით, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ საგამოფენო სივრცეში მოეწყობა.

ფოტოგრაფია უფროსებისათვის

მსურველები შეისწავლიან ყველა მიმართულების ფოტოგრაფიას, როგორც დოკუმენტურს (რეპორტაჟული), ასევე მხატვრულს (სარეკლამო, მოდელების, ნატურმორტის, კონცეპტუალურ ფოტოგადაღებებს); გაეცნობიან  თანამედროვე  ვიზუალური  ხელოვნების წარმომადგენლების უახლეს პროექტებს - ვიდეოარტი, პერფორმანსი, ქორეოგრაფია; გადაღება შეისწავლება, როგორც ციფრული ფოტოაპარატით, ასევე მექანიკურით; მსურველები შეიძენენ სხვადასხვა პოლიგრაფიულ პროდუქციაზე (წიგნები, ბუკლეტები, საფოსტო ბარათები, კალენდრები და ა.შ.) მუშაობის გამოცდილებას;თეორიული კურსის პარალელურად გაეცნობიან ფოტოგრაფიის კლასიკოსი და თანამედროვე ავტორების საუკეთესო ნამუშევრებს;

კურსის დასრულების შემდგომ მოეწყობა საანგარიშო ფოტოგამოფენა, გაიცემა სერტიფიკატი.

ფოტოგრაფიის კლასში მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 1- ჯერ ან 2- ჯერ, გაკვეთილის ხანგრძლივობა - 2 სთ. კურსის ხანგძლივობა -  4 /5 თვე.

30.07.2015