კინომოყვარულთა სტუდია

განუზომელია კინოს გავლენა კულტურაზე, ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.



მოზარდებს გიწვევთ ,,კინომოყვარულთა სტუდია"-ში!


კინომოყვარულთა სტუდიის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ კინოს ისტორიას, მისი განვითარების ეტაპებს, მსოფლიოს კინოშედევრების ავტორების შემოქმედებას. ასევე ექნებათ საშუალება თავად ჩაერთონ ფილმის შექმნის რთულ და საინტერესო პროცესში. ისწავლონ ფილმის საფუძვლის, სცენარის წერა, თავად გადაიღონ ფილმი და თავადვე დაამონტაჟონ. ჩვენს მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ფილმით  გადმოსცენ ის პრობლემები, რომლებიც მათ ქვეცნობიერიდან, ან თუნდაც გაცნობიერებულად აწუხებთ, ეს კი მათ თვითგამორკვევისა და თვითდამკვიდრების საშუალებას მისცემთ, ხელს შეუწყობს მათი გემოვნების გაზრდას, განუვითარებს ხელოვნების შეგრძნებისა და შესაძლებლობების უნარს, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს მათი პიროვნების მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას.

მეცადინეობები ჩატარდება კვირაში   2-ჯერ (სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დღის ნებისმიერ მონაკვეთში), მეცადინეობების  ხანგრძლივობა  დღეში – 2 სთ;
მოსწავლეთა ასაკი განსაზღვრულია 15 წლიდან ზემოთ!


30.07.2015