ძერწვა

ჩვენთან, თითოეულ ბავშვს შეუძლია შექმნას თავისი საკუთარი პატარა პლასტილინისა, თუ თიხის სამყარო.

ძერწვის დროს ბავშვი ეცნობა საგნის სივრცულ ფორმას,  უყალიბდება ორი ხელით მუშაობის უნარ-ჩვევები და მოძრაობის კოორდინაცია, სივრცული აზროვნება.  ბავშვს ძერწვისას უვითარდება მოტორიკა, რაც ააქტიურებს ადამიანის აზროვნებასა და მეტყველებას. ძერწვა დადებითად მოქმედებს ბავშვის ნერვიულ სისტემაზეც. ამრიგად, ძნელია შეაფასო ძერწვის მნიშვნელობა  ბავშვის განვითარებაში.

ძერწვის კლასში  შეისწავლება: ქანდაკება, დეკორატიული ფიგურები, კრეატიული კომპოზიციები, პაპიე-მაშე.

მეცადინეობები მიმდინარეობს კვირაში ერთხელ ან ორჯერ ერთი საათის განმავლობაში დღის სხვადასხვა მონაკვეთში 10:00-დან 21:00 - საათამდე (სამშაბათიდან შაბათ-კვირის ჩათვლით).

30.07.2015
ბეჭდვა