პროფესიონალური თოჯინები

ბავშვების  სუფთა და  ლამაზი  სამყარო,  ბუნებისა და თოჯინების  სიყვარულთან ასოცირდება. ხელნაკეთი თოჯინები, ისე უყვარს ყველა ბავშვს, თითქოს ცოცხალი არსებები იყვნენ!

მასტერკლას გაუძღვება ყველასათვის ცნობილი თოჯინების ავტორი, მხატვართა კავშირის წევრი, საქართველოსა და საზრვარგარეთ მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში დაცული ნამუშევრების ავტორი  მეთოჯინე ბაჩო ცანავა.
ბავშვები ცნობილ მეთოჯინესთან ერთად სპეციალური, პროფესიონალური მასალის თანხლებით,  შეისწავლიან მეთოჯინეს  ოსტატობას. გაეცნობიან ძველი და თანამედროვე თოჯინების ისტორიას. შეხვდებიან საქართველოში მოღვაწე საინტერესო და სხვადასხვა სტილში მომუშავე მეთოჯინეებს. რომლებიც გაუზიარებენ თავიანთ შეხედულებასა და ცოდნას დამწყებ  მეთოჯინეებს.
დამწყები მეთოჯინეების ასაკი 7- დან 16 წლამდე.
მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ერთხელ (შაბათ/კვირა ), მეცადინეობის ხანგრძლივობა 1.5 საათი
30.07.2015
ბეჭდვა