ლიკა ციხისელი -კინომოყვარულთა სტუდია

სპეციალური მუსიკალური სასწავლებელი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი; კინოხელოვნებისა და ტელევიზიის დრამატურგიის ფაკულტეტი (მეორადი). საქართველოს თეატრის, მუსიკისა და კინოს სახემწიფო მუზეუმი - კინოს განყოფილების გამგე;  მრავალი ტელეგადაცემისა  და სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში სტატიების ავტორი; თეატრალური უნივერსიტეტი - კინოხელოვნებისა და კინოს ისტორიის პედაგოგი; სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედაგოგიური უნივერსიტეტი - ხელოვნების კათედრის უფროსიმეცნიერ თანამშრომელი;  კინო-ვიდეო ბიზნეს კოლეჯის, სდასუ-ს და მცირე აკადემიის კინოხელოვნებისა და კინოს ისტორიის პედაგოგი; ხელოვნების აკადემია - რამაზ გიორგობიანის სახელოსნოს რეჟისორების ჯგუფის პედაგოგი;  ტელეკომპანია „იბერია“ - გახმოვანების რეჟისორი; ტელე-რადიო ინსტიტუტი- კინოხელოვნების პედაგოგი; ტელეკომპანიები „იმედი“ და „მზე“ რუსულიდან ქართულ ენაზე ფილმების თარგმანის ავტორი;  დღემდე კ/თ „ამირანის“კლასიკური და საავტორო ფილმების დარბაზ „ამაკორდი“-ს არტ მენეჯერი.
2005 წლიდან კინოთეატრების ეკრანზე გასული ფილმების ქართულად დუბლირების რეჟისორი.
ორი დოკუმენტური ფილმის („მიწის ძახილი“  2010 წ,  „შთამომავლობა“  2012წ.) და მოკლემეტრეჟანიანი მხატვრული ფილმის ( „გზა“  2014 წ.) სცენარის ავტორი და რეჟისორი.

23.07.2015
ბეჭდვა