ბატიკა

ბატიკა - ეს არის მშვენიერი, ნაირფრად აჭრელებული, საოცრად მრავალფეროვანი შემოქმედება.

(ბატიკა ინდონეზიური სიტყვაა და „ცვილის წვეთს“ ნიშნავს).

ბატიკის ქსოვილით ნებისმიერი სახის ტანსაცმელს კერავენ, ბატიკისგან აგრეთვე ამზადებენ სურათებს,  ჩანთებს, კედლის ხალიჩებს, აბაჟურებს, მაგიდისა და საწოლის გადასაფარებლებს და ფარდებსა და მრავალ სხვა რამეს. ბატიკის წესით დამზადებულ ქსოვილს უძველესი ისტორია გააჩნია, აბრეშუმის  ქსოვილი იხატება სპეციალური მდგრადი საღებავებით.

ბატიკის კლასში  შეისწავლება: ცივი  და თავისუფალი  ნახატის ბატიკის სახეობა.

მეცადინეობები ტარდება  კვირაში   2-ჯერ (სამშაბათიდან შაბათ-კვირის ჩათვლით, საღამოს ან დილის საათებში), მეცადინეობების  ხანგრძლივობა  დღეში – 1 სთ;
ასაკი განსაზღვრულია 10 წლიდან - ზევით.

30.07.2015